ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და უელსის ნაკრების ყოფილი ფებურთელი, ვინი ჯონსი, რომელმაც მსოფლიოში სახელი როგორც მსახიობმა გაითქვა, უკვე თბილისშია. ვინი ჯონსი საქართველოში რამდენიმე სარეკლამო რგოლში გადასაღებად ჩამოვიდა და ჩვენს დედაქალაქში დაახლოებით ერთი კვირა დარჩება.
ალბათ ყველას გახსოვთ “ნაგიჟარი ვინის” – როგორც მას ჰოლივუდში ეძახიან, შესრულებული როლები უპოპულარულეს ფილმებში: ”დიდი კუში”, “ბანქო, ფული და 2 ლულა” და სხვა... ვინი საქართველოში კლიპების გადაღების გარდა, მიუსაფარ ბავშვებსაც შეხვდება და საჩუქრებს გადასცემს. ამას გარდა, ცნობილი მსახიობი და ფეხბურთელი, თეატრალური ინსიტიტუტის სტუდენტებთანაც აპირებს შეხვედრას.
სხვათა შორის, ვინი ჯონსი ჩვენს ქვეყანაში უელსის ნაკრებთან ერთადაც არის ნამყოფი. მაშინ (1994 წელს) უელსის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრებთან ანგარიშით - 5:0 წააგო. უელსის დედაქალაქ კარდიფში გამართული შეხვედრის დროს კი, (საქართველოს ნაკრებმა ის შეხვედრა 1:0 მოიგო) ვინი ჰონსი უხეშობისათვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
სანამ ვინი ჯონსი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდა, მან ერთგვარი “მუქარის” ამსახველი ვიდეო გაავრცელა ინტერნეტში. როგორც აღმოჩნდა, ეს მისი სტილია და სადაც ჩადის, წინასწარ ასეთ ნახევრად ხუმრობით გამსჭვალულ ვიდეოებს აგზავნის. ვინი ჯონსის საიმიჯო სტილი სწორედ ასეთ ფსევდროაგრესიაზეა აგებული…
ვინი ჯონსის საქართველოს ნაკრებთან მატჩის დროს გაძევება:
http://www.youtube.com/watch?v=u9qp6eJBstA
ვინი ჯონსის მუქარა:
http://www.youtube.com/watch?v=4jKVOyFs5BI