ჩოგბურთი

22:23 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადია პეტროვა და ანგელიკ კერბერი მაიმის მასტერსს ემშვიდობებიან

 

მსოფლიო რეიტინგის მე-12 ჩოგანმა ნადია პეტროვამ ვერ შეძლო მაიმის მასტერსის მეოთხე რაუნდში გასვლა, წააგო რა ტურნირის მესამე წრის შეხვედრა 28 წლის სერბ ელენა იანკოვიჩთან 6:7(7), 4:6.

მატჩი 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რუსმა სამჯერ "დააბრეიკა" მეტოქე, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დათმო. ნადიას ანგარიშზე 2 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა გახლდათ. თავის მხრივ ელენამ 5 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 7:2 გახდა სერბის სასარგებლოდ.

მაიამის მასტერსის მეოთხე წრეში იანკოვიჩი რუმინელ სორანა კირსტეას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა ასპარეზობას გერმანელი ანგელიკ კერბერი - 6:4, 6:0.

 

0.063919