თამაშგარე

12:54 | 16.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნადალთან შეხვედრა აუქციონზე იყიდება

ცნობილმა სააუქციონო საიტმა CharityBuzz-მა, ახალი ლოტი წარმოადგინა – “როლან გაროსის” შვიდგზის ჩემპიონ, ესპანელ რაფაელ ნადალთან შეხვედრა ნიუ-იორკში, სეზონის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისას.  
ხსენებული ლოტი, 26 წლის ჩოგბურთელთან  Flushing Meadows-ზე ხანმოკლე ურთიერთობას გულისხმობს. ასევე, ორ ბილეთს აშშ-ს ტურნირის პირველი და მეორე წრის მატჩებზე. აქციიდან შემოსული თანხა, მსოფლიოს მესამე ჩოგნის, რაფაელ ნადალის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.
აუქციონის დახურვამდე 6 დღე დარჩა. ამჟამად, ყველაზე დიდი შეთავაზება კი - 5,750 დოლარია.
 

0.15361