მსოფლიოს პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალიმ ესპანურ გამოცემა Marca-ს ჩემპიონთა ლიგის მომავალ ნახევარფინალურ დაპირისპირებებზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.
"წინ ორი საინტერესო შეხვედრა გველის. "რეალი" ზედიზედ მეოთხედ თამაშობს ნახევარფინალში და იმედია ფინალში გავა. მინდა ესპანური კლუბები გავიდნენ ფინალში. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, თუ "ატლეტიკო" მომდევნო სამ შეხვედრას მოიგებს, ქვეყნის ჩემპიონი გახდება. ეს გუნდი წლეულს ძალიან კარგად თამაშობს".
გიორგი ბალახაძე