ჩოგბურთი

19:28 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა “კუკუშკის ბუდეს გადაუფრინა”

 მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი, უიმბლდონზე მეორე ნომრად განთესილი რაფა ნადალი წლევანდელი ტურნირის პირველი მერვედფინალისტი გახდა. მესამე წრეში 28 წლის მალიორკელმა ყაზახეთის სახელით მოთამაშე მიხაილ კუკუშკინს 6:7, 6:1, 6:1, 6:1 მოუგო და სამერვედფინალე მოწინააღმდეგის მოლოდინშია. ავსტრალიელი ნიკ კირგიოსისა და ჩეხი ირჟი ვესელის მატჩი პირველ სეტში შეწყდა და სწორედ ეს ჩოგბურთელები გაარკვევენ რაფას მომდევნო ოპონენტს.

კუკუშკინთან ნადალმა პირველი სეტი ტაიბრეიკით წააგო, დანარჩენ 3 პარტიაში კი მეტოქე უშანსოდ დატოვა. მატჩი 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. რაფას ანგარიშზე 7 ბრეიკი და 9 ეისია. ნადალი მესამედ შეხვდა კუკუშკინს და მესამედაც მოახერხა ყაზახის ძლევა.

რაფა ნადალის მატჩს “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელები სერ ბობი ჩარლტონი და დევიდ ბექჰემი ესწრებოდნენ.

0.118977