ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში გრძელდება მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირი. მსოფლიოს მეხუთ ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ველური ბარათით მოხვდა ტურნირზე, ნახევარფინალურ ეტაპზე 3 სეტში არგენტინელი მარტინ ალუნდი დაამარცხა 6:3, 6:7, 6:1 და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
რაფაელმა პირველ სეტში ერთი ბრეიკი შეასრულა და ეს სავსებით საკმარისი გამოდგა პარტიის მოსაგებად, თუმცა მეორე სეტში ალუნდმა "კლანჭები"" გამოაჩინა, მან უმატა სათამაშო ტემპს და ახერხებდა საკუთარი ჩაწოდების წარმატებით დაცვას, რის შედეგადაც დაინიშნა ტაიბრეიკი, სადაც ნადალმა 2 მინი ბრეიკის განხორციელების საშუალება მისცა მეტოქეს და წააგო სეტიც 6:7.
გადამწყვეტ სეტში ესპანელი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა და მეტოქეს აღარანაირი შანსი აღარ დაუტოვა, 30 წუთში "გრუნტის მეფემ" გაანადგურა მეტოქე 6:1 და ფინალის საგზურიც მოიპოვა, სადაც იგი დაუპირისპირდება სახელოვან დავიდ ნალნბანდიანს, რომელმაც თავის მხრივ 2 სეტში დაამარცხა იტალიელი სიმონე ბოლელი 6:3, 7:5.
გიორგი ბარბაქაძე
სურათზე რაფაელ ნადალი