26 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ამჟამად ATP-ის სიაში მესამეა, სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით როჯერ ფედერერს უიმბლდონზე გამარჯვება მიულოცა.
“როჯერ, გამარჯვებას გილოცავ, შენ კი, ენდი, ბრწყინვალე ტურნირს. მე კვლავ ტრავმებს ვიშუშებ და პარალელურად ვთევზაობ. ეს ქორჭილა ახლახანს დავიჭირე!” - დაწერა ნადალმა და ტექსტს ფოტოსურათიც დაურთო.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის შვეიცარელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონი მეშვიდედ მოიგო და მსოფლიოს კლასიფიკაციაში მოწინავე საფეხურზე დაბრუნდა.