ჩოგბურთი

15:14 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი როსოლით იწყებს

30 დეკემბრიდან მომავალი წლის 4 იანვრის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში АТР Qatar ExxonMobil Open ტურნირი ჩატარდება. შეჯიბრებაზე პირველ ნომრად რეიტინგსიის ლიდერი რაფა ნადალია განთესილი, რომლის სასტარტო მეტოქე ჩეხი ლუკაშ როსოლი იქნება. შეგახსენებთ, უიმბლდონ2012-ის მეორე წრეში რაფა სწორედ როსოლთან დამარცხდა.

მეორე ნომრად განთესილ დავიდ ფერერს საწყის ოპონენტად უკრაინელი ოლეკსანდრ დოგოპოლოვი ხვდა, უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარეი კი ყატარელ მუსა შანან ზაიედს შეხვდება.

ნადალი დოჰაში წყვილთა შორისაც ითამაშებს და იგი თავის მწვრთნელი, 45 წლის ფრანსისკო როიგთან ერთად გამოვა. ღოიგი 1987-2001 წლებში აქტიურ საჩოგბურთო კარიერას ეწეოდა და წყვილთა თანრიგში 9 ტიტული აქვს მოპოვებული.

2009 წელს ნადალი და როიგი უკვე გამოდიოდნენ ტანდემში. 2009 წელს ისინი კანადის დედაქალაქ ტორონტოს “მასტერზე” მეორე წრეში გავიდნენ და ამ ეტაპზე ბელარუს მაკსიმ მირნისა და ებრაელ ანდი რამთან დამარცხდნენ.

0.12322