მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი რაფა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში 22 წლის ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ოთხსეტიან მატჩში დამარცხების შემდეგ გავიდა 3:6, 7:6, 7:6, 6:2. რაფას სანახევარფინალე მეტოქეს როჯერ ფედერერისა და ენდი მარეის ორთაბრძოლა ავლენს. ამ შეხვედრის პირველი 2 სეტი ფედერერის მოგებით დასრულდა.
ნადალისა და დიმიტროვის საწყისი პარტია ბალკანელის მოგებით დასრულდა, მეორე-მესამე სეტებში პირენელმა ტაიბრეიკით იმარჯვა, რამაც, ეტყობა, სამხრეთსლავზე დამთრგუნველად იმოქმედა და მეოთხე პარტიაში რაფამ საკმაოდ იოლად გატეხა გრიგორის წინააღმდეგობა. კარიერის განმავლობაში ნადალი მეოთხედ შეხვდა დიმიტროვს და მეოთხედ დაამარცხა.
“გადამწყვეტი მესამე სეტი გამოდგა. ხელის მტევნის მცირედი ტრავმის ფონზე ურიგოდ არ გამოვიყურებოდი. ცოტათი მოწოდებისას მოვიკოჭლებდი და თუკი ეს არ გამოვასწორე, ნახევარფინალში მოგების შანსი არ მექნება”, - განაცხადა რაფამ ნამატჩევს.