სხვა

22:21 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოს სტარტი ტოკიოში

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აიღო მორიგმა სუპერტურნირმა სუმოში, რომელიც ნაცუ ბაშოს სახელით არის ცნობილი. მაისის სუპერტურნირზე პირველი დღის შეხვედრები უკვე შედგა, ბოლო ტური კი 25 მაისს ჩატარდება.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს შემორჩენილი ერთადერთი ქართვლი სეკიტორი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და პირველი ბრძოლა დასავლეთის მე-13 მაეგაშირა კიტატაიკისთან დათმო.

ქართველმა გოლიათმა “სქელი ხე” დოჰიოს პირას მიიმწყვდია, თუმცა ტოკიოელი სუმოისტისგან საპასუხო გვერდითი შეტევა გამოეპარა და ცუკიოტოშით დამარცხდა.

ორშაბათს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა კიოკოშუჰო დადგება, რომელთანაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 1:2 მარცხდება.

12 მაისვე ჩაებმება საქმეში ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში დასავლეთის მე-6 პოზიციაზე აღზევდა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე დასავლეთის მე-5 ნომერი ჰიგოარაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნაცუ ბაშოს პირველივე დღეს წაიფორხილა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ. მონღოლი სუმოისტი კომუსუბი იოშიკაძესთან ოშიდაშით დამარცხდა. სამაგიეროდ, გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნებმა ჰაკუჰომ და კაკურიუმ და ოძეკებმა – კისენოსატომ და კოტოშოგიკუმ.

მაისის ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=G6QiZEc2yVc

0.11914