ფეხბურთი

22:06 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაცნობი სურათი: წავიდა კოჭლაშვილი, მოვიდა ბერიძე

კოჭლაშვილი: "ცუდი შედეგები, მხოლოდ ჩემი ბრალი არ ყოფილა"

 

მერაბ კოჭლაშვილი "ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი აღარაა. ის ზურაბ ბერიძემ შეცვალა. პირველი შემთხვევა არაა, როცა ბერიძე კოჭლაშვილს ცვლის, ან პირიქით - "ვიტ ჯორჯიაში" ეს უკვე ტრადიციად იქცა.

გუნდმა წლეულს ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და დარჩენილ 7 ტურში მძიმე მატჩები მოუწევს. მიზანი გასაგებია - უმაღლესში ადგილის შენარჩუნება. 

"მსოფლიო სპორტი" ჯერ კოჭლაშვილს დაუკავშირდა, შემდეგ კი - ბერიძეს.  

კოჭლაშვილი: - მიზეზი ცუდი შედეგებია, თუმცა ეს შედეგები, მხოლოდ ჩემი ბრალი არაა.

- ანუ? ვისი ბრალია?

- როცა გუნდი იგებს, ყველას დამსახურებაა. როცა აგებს, მხოლოდ მწვრთნელის. საერთოდ ასეა, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში, ცუდი შედეგები, მხოლოდ ჩემი ბრალი არაა. ესაა და ეს. 2 თვე დავისვენებ და მერე ვნახოთ.

ბერიძე: - დღეს ჩავატარე პირველი ვარჯიში. ბიჭებს ვესაუბრე, გეგმა დავსახეთ. ნათელია, უმაღლესში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, "ვიტ ჯორჯიას" თავისი სახე უნდა დავუბრუნოთ. "ვიტ ჯორჯია" ადრე სხვა მიზნებისთვის იბრძოდა, ახლა კი რთული სიტუაცია გვაქვს და აქედან უნდა გამოვიდეთ.

- "ვიტ ჯორჯია" თქვენთვის უცხო გუნდი არაა და თამაშებსაც ესწრებოდით.

- არა, უცხო როგორ არის. ერთი საშინაო თამაშიც კი არ გამიცდენია. ვიცი ამ ფეხბურთელების შესაძლებლობები.  

- თუმცა, ფეხბურთელების წასვლამ გუნდზე იმოქმედა. დღეს ის შემადგენლობა აღარ ჰყავს "ვიტ ჯორჯიას", როგორიც, თუნდაც სამი წლის წინ ჰყავდა. 

- ვერ ვიტყვი, რომ სუსტი შემადგენლობაა. გვყავს საკმარისი რაოდენობა ფეხბურთელებისა, რომლებიც უმაღლესში გამოუცდელები არ არიან. 

 

შეხსენებისთვის, "ვიტ ჯორჯიაში" ბოლო ცვლილება შარშან მარტში შედგა: მაშინ ბერიძის ნაცვლად, კოჭლაშვილი დაინიშნა.   


0.108557