ლონდონის “არსენალის” მარცხენა მცველი ნაჩო მონრეალი ტრავმირებულია და ის სეზონის სტარტს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ავრცელებს.
“ნაჩო მონრეალი მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩანს, ის სეზონის სტარტზე ვერ დაგვეხმარება.” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.
ნაჩო მონრეალი “არსენალში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. გასული სეზონის მე-2 ნახევარში, მან ლონდონელთა მაისურით 11 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.