თამაშგარე

14:00 | 11.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

მზარეულობის მოყვარული კოლშრაიბერი

28 წლის გერმანელმა ჩოგბურთელმა ფილიპ კოლშრაიბერმა, რომელიც ამჟამად ტორონტოში იმყოფება, ამერიკელ ჯონ იზნერთან წვიმის გამო გადადებული მატჩის მოლოდინში, მოთამაშეების სამზარეულოს ეწვია და ვახშამი მოიმზადა.
ფილიპს, კერძების მზადება ძალიან უყვარს და საჩოგბურთო ტურნირებზე, სხვადასხვა რეცეპტებს აგროვებს ხოლმე. ამჯერად სპორტსმენმა მაკარონი მოამზადა, ქათმითა და ბოსტნეულით.
 

0.151084