საფრანგეთის ლიგა ერთის ბოლო 6 თამაშში, „პარი სენ ჟერმენი“ მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებს, თუ გოლი იბაჰიმოვიჩს გააქვს. ზლატანს პარიზული გუნდისთვის არაერთი ქულა მოუტანია და ასე მოხდა ამჯერადაც - გასავარდნ ზონაში „ნანსისთან“ გამართულ შეხვედრაში, ანჩელოტის გუნდმა იბრას დუბლით მოიგო.
გათამაშების პირველ და ბოლოსწინა ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირსიპირებაში გამოკვეთილ ფავორიტად მასპინძელი გუნდი ითვლებოდა, მაგრამ პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით დასრულდა. მოედნის ცენტრში ბაკარის კარგი თამაშისა და ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ანგარიში მუკანჯომ გახსნა.
იბრაჰიმოვიჩმა თამაში სამწუთიან მონაკვეთში 2 გოლის გატანით მოიგო. 59-ე წუთზე, მან მენეზის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასვლით იხეირა. მალევე, მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, ვერატიმ შვედი ფორვარდი გრძელი პასით მოძებნა, იბრამ წინგამოსული გრეგორინის ბარიერი დასძლია და საჯარიმოში შესულმა, გამრაჯვების გოლი ცარიელ კარში გაიტანა.
პარიზში წაგების შემდეგ, „ნანსიმ“ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი ისაა, რომ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა აქამდე ცხრილის ფსკერზე მყოფმა „ტრუამ“. უხვგოლიან მატჩში, ჟარნ ფურლანის შეგირდებმა, უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი, „რეიმსი“ 4:2 დაამარცხეს.
6 გოლი გავიდა ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი კიდევ 2 გუნდის დაპირისპირებაში. „ევიანმა“, რომელსაც ბოლო 10 მატჩში არ მოეგო, „სოშო“ 5:1 გაანადგურა.
ჩემპიონატში ყველაზე კარგი სერია „ლილს“ აქვს. რუდი გარსიას შეგირდებმა ზედიზედ მე-5 თამაშის მოგება მოახერხეს. „ვალანსიენთან“ გამარჯვების შემდეგ, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ 3 ქულა აშორებს.
პსჟ-ნანსი 2:1 (0:1)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 44990
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა, საკო, მაქსველი, მოურა (გამეირო 57), ვერატი (ბექჰემი 74), მატუიდი, პასტორე (მენესი 46), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
ნანსი (3-4-3): გრეგორინი, ლოტიე, პუგრენიე, სანე, ჟებუ, აიასე, მანგანი, კარაბუე, მუკანჯო (ზიტე 60), ეფულუ (ლუისი 81), ბაკარი (კულიბალი 88).
მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.
გოლები: 0:1 მუკანჯო (36), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (59), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (62).
გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი 90+3 - მუკანჯო 21.
მსაჯი: მიკაელ ლეზაჟი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 8 (7)-11 (6), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 5-4, სეივი: 7-5, ჯარიმა: 16-13.
აიაჩო-ლორიანი 1:0 (0:0)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 6334
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, ლიპინი, ზუბარი, პულარი, ბუჰური, მოსტეფა, ლასნე, ბელგაზუანი (დიარა 65), კავალი (ფატი 84), სამარიტანო (ბეჟორჟი 88), მუტუ.
მწვრთნელი: ალბერ ემონი.
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, ლ. კონე, მანგა, ლე ლანი (ბ. კონე 6), მონე-პაკე, ბურილონი (სუნუ 78), ლოტოა, ბართელმი, ჟუფრე, კერსია (ჟიული 73).
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლი: 1:0 ზუბარი (75).
გაფრთხილებები: ლიპინი 85 - მანგა 69, გასამა 77.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 9 (6)-10 (5), კუთხური: 8-12, თამაშგარე: 3-3, სეივი: 5-5, ჯარიმა: 18-12.
ტრუა-რეიმსი 4:2 (1:0)
ტრუა, “ობი”
ტრუა (4-4-2): ტურამ-ულიენი, ფოსურიე, ბრეშე, ჟარჟა, კოლინი, ოტონი, ნივე, დარბიონი (ბაებეკი 60), ნგოი, მარკოსი (რინკონი 84), ჟანი (იატარა 88).
მწვრთნელი: ჟან ფურლანი.
რეიმსი (4-3-3): აგასა, სინიორინო, კრიშოვიაკი, ფოფანა (ტაკალფრედი 46), მანდი, რამარი, ვებერი, კა (აიტე 68), ფორტე, დიეგო (დე პრევილი 54), კურტე.
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
გოლები: 1:0 ჟანი (7), 1:0 ფოსურიე (55), 2:1 დე პრევილი (65), 3:1 ჟანი (70, ს.კ.), 3:2 ფორტე (77), 4:2 იატარა (90+1).
გაფრთხილებები: ნივე 25, ჟანი 41, ბაებეკი 85 - სინიორინო 25, რამარი 43, დე პრევილი 74.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (8)-9 (6), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-4, ჯარიმა: 16-15.
ევიანი-სოშო 5:1 (1:0)
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-1-3-2): ლაკე, ვასი, კამბონი, ბეტაო, ერეტი, კონე (ტიე ბი 80), ნინკოვიჩი, ბარბოსა (გოვუ 77), სორლინი, კალიფა, ბერიგო (ადნანი 78).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
სოშო (4-4-2): პუპლინი, კორშია, კანტი, პეიბერნე (დაფი 75), სოჟე, ბუდებუზი, ლოპი, ნოგეირა, რუდე (პრივა 79), ბაკამბუ (ბუტინი 68), სიო.
მწვრთნელი: ერიკ ელი.
გოლები: 1:0 ბარბოსა (45), 1:1 ბაკამბუ (53), 2:1 კალიფა (64, პენ), 3:1 ბერიგო (71), 4:1 ბარბოსა (74), 5:1 კალიფა (78).
გაფრთხილებები: კამბონი 19, ბეტაო 90+1 - სიო 39.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 14 (12)-8 (3), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-7, ჯარიმა: 11-15.
ბრესტი-ტულუზა 0:1 (0:1)
ბრესტი, “ფრანსის ლე ბლე” 12913
ბრესტი (4-1-2-3): ტებო, მენდი, კულიბალი, კანტარი (ტრაორე 46), ლეჟონი, სისოკო, გრუჟი (ტურე 66), ლიკა, რასპენტინო, აიტე (გუეიე 59), ლეზუამიე.
მწვრთნელი: ლანდრი შაუვინი.
ტულუზა (4-1-4-1): აჰამადა, ნინკოვი, იაგო, აბდენუ, მ’ბენგუე, კაპუე, რეგატინი (ბრაატენი 69), დიდო, რაბიო, ტაბანუ, ბენ ბაზატი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლი: 0:1 რაბიო (45).
გაფრთხილებები: კანტარი 44 - მ’ბენგუე 6, ბენ ბაზატი 39, კაპუე 71.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 8 (1)-7 (4), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-1, ჯარიმა: 20-20.
ვალანსიენი-ლილი 1:3 (1:0)
ვალანსიენი, “ენო” 18451
ვალანსიენი (4-2-3-1): პენეტო, ნერი, იზიმატ მირინი, ანგუა, ბონგი, სანჩესი, დუკურტიო, დოსევი, მელიკსონი (ნგეტი 84), დანიჩი, პუჟოლი (აბუბაკარი 73).
მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.
ლილი (4-3-3): ელანა, სიდიბე, ბერია, ბაზა, დინე, ბალმონი, გუეიე, მარტინი (პედრეტი 85), როდელინი (ორიჟი 76), კალუ (დე მელო 76), პაიე.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: 1:0 მელიკსონი (24), 1:1 როდელინი (55), 1:2 დე მელო (82), 1:3 პედრეტი (90).
გაფრთხილება: მარტინი 53.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 4 (2)-9 (8), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 5-1, ჯარიმა: 9-14.
ბომბარდირები
იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 24, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 16, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.
10 მარტი
ნიცა-მონპელიე; ბორდო-ბასტია; ლიონი-მარსელი.