ჩოგბურთი

23:27 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ქვაცაბაიამ იმარჯვა

ანტალიაში დაწყებული 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში სოფო ქვაცაბაია “უაილდ ქარდის” მქონე თურქ მუქე ტოპსელს დაუპირისპირდა და 6:2, 6:3 იმარჯვა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ იოშიმი კავასაკის და სლოვაკი ჩანტალ სკამლოვას (მე-7 განთესვა) შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ასპარეზობა მალევე დაასრულა მე-5 ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც რუს კსენია ლიკინასთან 2:6, 3:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრის საწყის წრეში მე-3 რეიტინგის მქონე გორგოძე და ქვაცაბაია თურქ მელის ბაირაკტაროღლუს და რუსი ევგენია სვინცოვას დუეტს გაეჯიბრებიან.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირზე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ კონსტანტინ კრისტისთან 2:6, 5:7 წააგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

წყვილებში ბასილაშვილი და ბელარუსი იაჰორ იაცუკი თურქულ-ბულგარულ დუეტთან (ალტუგ ჩელიკბილეკი-დიმიტარ კუზმანოვი) 5:7 მარცხდებოდნენ, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

0.12145