ჭადრაკი

0:27 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ერთი ყაიმი

ლოპოტაში მიმდინარე ქალთა გრან-პრის მეხუთე ეტაპის მე-4 ტური ძალიან დაძაბული გამოდგა და ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი ფრე დაფიქსირდა, ამასთან ქართული დუელიც ვიხილეთ,

საინტერსო გამოდგა ორი ჩინელის იფანისა და ქსუეს დაპირისპირება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ეფექტური  გამარჯვებით დასრულდა.

ორმხრივი შეცდომების ფონზე დაამარცხა სომეხმა დანიელიანმა უკრაინელი მუზიჩუკი. დებიუტშივე მიიღო უპირატესობა  მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ბულგარელმა სტეფანოვამ შეჯიბრის მონაწილე მეორე ექს-ჩემპიონ რუს კოსტენიუკთან და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე დამაჯერებლად მიიყვანა.

საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძესთან პარტიაში საკმაოდ აქტიურობდა ბელა ხოტენაშვილი, თუმცა, თეთრი ფიგურებით მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.

განსაკუთრებით დაძაბულად მიმდინარეობდა ინდოელი კონერუსა და ასპარეზობის ლიდერის ჩინელი ვენჟუნის შეხვედრა, რომელშიც ინდოელმა მოჭადრაკემ თითქმის უიმედო პოზიცია გადაარჩინა და ტურის ერთადერთი ყაიმი დააფიქსირა.

ტურნირის მეორე ინდოელმა მონაწილემ დრონავალიმ უპრობლემოდ დაამარცხა უზბეკი მუმინოვა, რომელსაც გრან-პრიზე ყველაზე დაბალი რეიტინგი გააჩნია.

 

მეოთხე ტურის შედეგები:

სტეფანოვა (2488) – კოსტენიუკი (2532) 1:0

დანიელიანი (2460) – მუზიჩუკი (2561) 1:0

მუმინოვა (2332) – დრონავალი (2503) 0:1

ხოტენაშვილი (2518) – ძაგნიძე (2541) 0:1

კონერუ (2613) – ვენჟუნი (2532) 0.5:0.5

ქსუე (2538) – იფანი (2629) 0:1

 

სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:

1. იფანი – 3.5  ქულა

2-4. ვენჟუნი, დრონავალი, ძაგნიძე – 3

5-6. კონერუ, სტეფანოვა – 2.5

7-8. დანიელიანი, მუზიჩუკი – 2

9. ქსუე – 1

10-12. ხოტენაშვილი, მუმინოვა, კოსტენიუკი – 0.5

 

მეხუთე ტური. 24 ივნისი

იფანი – სტეფანოვა

ვენჟუნი – ქსუე

ძაგნიძე – კონერუ

დრონავალი – ხოტენაშვილი

მუზიჩუკი – მუმინოვა

კოსტენიუკი – დანიელიანი

0.118915