გერმანული ფეხბურთის ქომაგებს დღეს ნამდვილად არ მოუწყენიათ, რადგან 2 მატჩში 11 გოლი იხილეს და სანახაობითაც დატკბნენ. უნდა ითქვას, რომ ტურის დასკვნითმა დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა.
შტუტგარტელთა ახლადდანიშნულმა თავკაცმა ტომაშ შნაიდერმა თავის გუნდს „ჰოფენჰაიმთან“ გამანადგურებელი ანგარიშით მოაგებინა. მე–12 წუთზე, ანტონიო რიუდიგერი ალექსანდრუ მაქსიმის დაბალ გადაცემას გამოეხმაურა და მასპინძლები დააწინაურა, რამდენიმე წუთში კი, მაქსიმმა მე–2 საგოლე გადაცემაც მიითვალა – ამჯერად, ვედად იბიშევიჩს გაატანინა. ხუთიოდ წუთში, „ჰოფენჰაიმმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამის შემდეგ თავის კარში 4 გოლი მიიღო და ანგარიში 6:1 გახდა.
თავისი მატჩი მოიგო „დორტმუნდმაც“, რომელიც ფრანკფურტის „აინტრახტს“ ეწვია. მატჩის დებიუტში, სტუმრები ახალწვეულმა გენრიხ მხითარიანმა დააწინაურა – სომეხმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკისგან მიიღო კარგი პასი და ისღა დარჩენოდა, ბურთი ფრანკფურტელთა კარში გაეხვია. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მე–2 ტაიმში, მხითარიანმა დუბლი გაიფორმა და როგორც შემდეგ გაირკვა, დორტმუნდელებს 3 ქულა მოუტანა.
შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 43000
შტუტგარტი – ჰოფენჰაიმი 6:2 (3:1)
შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა, შვაბი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, იორგენსენი (ხედირა 79), ლაიტნერი (ჰარნიკი 73), მაქსიმი (კაკაუ 67), იბიშევიჩი, ვერნერი.
მწვრთნელი: ტომას შნაიდერი
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ვესტერგორი, პოლანსკი (რუდი 59), შტრობლი, ფირმინო, ელიუნუსი (ჰედრლინგი 75), მოდესტი (შიპლოკი 58), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლი: 1:0 რიუდიგერი (12), 2:0 იბიშევიჩი (19), 2:1 ფოლანდი (26), 3:1 მაქსიმი (28), 4:1 იბიშევიჩი (47), 5:1 მაქსიმი (55), 6:1 იბიშევიჩი (63), 6:2 ფირმინო (87)
გაფრთხილება: იორგენსენი (40), მაქსიმი (56) – აბრაჰამი (45), ფოლანდი (72)
კარში დარტყმა: 13 (9) – 12 (6) ჯარიმა: 22 - 21 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 – 3
ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“.
აინტრახტი – დორტმუნდი (1:1)
აინტრახტი: ტრაპი, რუსი, ჯაკპა (ოჩიპკა 67), სამბრანო, ანდერსონი, როზენტალი, ინუი (ხოსელუ 83), აიგნერი, შრეკი, ფლიუმი (შვეგლერი 71), კადლეცი.
მწვრთნელი: არმინ ფე
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი (პაპასტატოპულოსი 46), სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი (ობამეიანგი 71), ბენდერი, მხითარიანი, გროსკროიცი, როისი (კელი 86), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლი: 0:1 მხითარიანი (10), 1:1 კადლეცი (36), 1:2 მხითარიანი (56)
გაფრთხილება: სამბრანო (83) – ჰუმელსი (45), როისი (80)
კარში დარტყმა: 17 (13) – 16 (9) ჯარიმა: 6 - 18 კუთხური: 8 - 6 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 7 – 12