თამაშგარე

11:11 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მხატვრული ტანვარჯიში ყველაზე სექსუალურ სპორტის სახეობად აღიარეს

თუკი შვედ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, სპორტის სახეობებს შორის ყველაზე აღმგზნებადი და სექსის სურვილის გამჩენი სახეობა, მხატვრული ტანვარჯიში ყოფილა. მეორე ადგილზე ჩოგბურთი გავიდა, მესამეზე კი, პლაჟის ფრენბურთი.

შვედმა ფსიქოლოგებმა სპეციალური კვლევა 100 მამაკაცზე ჩაატარეს. მათ სპეციალური სენსორებით აღჭურვეს წინასწარ შერჩეული საცდელი ობიექტები და მათზე მეცნიერული დაკვირვება მოახდინეს. ყველა მამაკაცი 25 წლამდე იყო და ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა, რასაკვირველია, საკუთარი სურვილით მიიღეს.

ექსპერიმენტის დროს, სენსორები სპეციალურ კომპიუტერზე იყო მიერთებული, სადაც საცდელი ობიექტების ემოციური ფონი აისახებოდა და სწორედ ამის შედეგად დადგინდა საბოლოო შედეგები. ცნობისთვის, მხატვრული ტანვარჯიში შვედეთში ნაკლებად განითარებული სპორტის სახეობაა. თუმცა, ამ ექსპერიმენტის შემდეგ, შვედები, ალბათ, ამ სახეობის პოპულარიზაციაზე დაფიქრდებიან. 

 

 

0.144662