26 ნოემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მწვრთნელთა კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგში განსახილველად შემდეგი საკითხები იყო გამოტანილი:
1. 2014 წლის კალენდრის განხილვა;
2. საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების შედეგების შეფასება;
3. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების შედეგების შეფასება;
4. ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატის შედეგების შეფასება;
5. ევროპის 2014 წლის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა;
6. 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის დასახელება;
7. სხვადასხვა.
კენჭისყრის შედეგად მწვრთნელთა საბჭომ წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მამაკაცთა შორის, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა დაასახელა.