როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა – ჩავიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბს არ დატოვებს, რითაც არსებულ ჭორებს, თითქოს იგი MLS-ის რომელიმე გუნდში გეგმავდა გადასვლას, ერთი შეხედვით, წერტილი დაუსვა.
თუმცა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Mundo Deportivo-მ. გამოცემის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ზამთარში “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდება და კლუბთან 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გააფორმებს. ამავე ინფორმაციით, ერნანდესს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ლუის ენრიკემ ურჩია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში “ნიუ-იორკ სიტიმ” უკვე დაიმატა დავიდ ვილია და ფრენკ ლამპარდი.
ლევან გოგოტიშვილი