როგორც ბრაზილიური მედია იუწყება, მსოფლიო ჩემპიონატითან დაკავშირებით, ბრაზილიაში მეძავების მომსახურება იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ფეხბურთის ქომაგებისათვის “მოსამსახურებლად“ ბრაზილიაში მეზობელი ქვეყნებიდან მეძავთა შემოსვლა დაიწყო.
რამდენად კოლეგიალურები არიან ბრაზილიელი ფეხმსუბუქა ქალები – ეს ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით, მაგრამ მუნდიალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ უკვე არსებობს შეთანხმება ბრაზილიის ძალოვან სტრუქტურებთან და ქალებთან ავად მომპყრობნი აუცილებლად დაისჯებიან.
ჯერ კიდევ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს, ცხადი გახდა, რომ ქალებთან დამოკიდებულება სპორტის ბევრ გულშემატკივარს ეშლება და სოჭში მეძავების დაჭრისა და დასახიჩრების ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ლათინაომერიკელი მეძავები კი ამჯერად რა თქმა უნდა ბრაზილიის პოლიციის დასაცავია.