ძიუდო

13:51 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ტატამზე ქართული მეოთხედფინალი შედგება

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსნები ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან.

მატიაშვილი შეჯიბრში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ფრანგი ემრე სანალის მოსაგებად 21 წამი იკმარა. ზაქარიაძე კი მეოთხედფინალამდე ორი გამარჯვებით მივიდა: ჯერ უზბეკ ელიორ მაშარიპოვს მოუგო იპონით, შემდეგ კი ბოსნიაჰერცეგოვინელი ჰარუნ სადიკოვიჩი მსაჯს 4 გაფრთხილების გამო მოახსნევინა.

დღესვე საქმეში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილიც ჩაერთო, მაგრამ ჩემპიონატს პირველივე შეხვედრით გამოეთიშა – გერმანელ ლეონ შტრუბერთან ჭიდაობისას მსაჯმა ჩათვალა, რომ ქართველმა ძიუდოისტმა წესი დაარღვია და წაგებულად გამოაცხადა.

0.118622