მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები გაირკვნენ. მარჩელო ლიპის გაწვრთნილმა ჩინურმა “გუანჩჟოუმ” მეოთხედფინალში ეგვიპტური “ალ აჰლი” 2:0 დაამარცხა და 17 დეკემბერს მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდება, ხოლო მაროკოულმა “რაჯა კასაბლანკამ” ამავე ეტაპზე მექსიკურ “მონტერეის” 2:1 აჯობა და 18-ში ბრაზილიურ “ატლეტიკო მინეიროს” დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ “ბაიერნი” და “ატლეტიკო მინეირო” ტურნირში სწორედ ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან.
”ეს წელი ჩვენთვის წარმატებული გამოდგა, გავხდით გერმანიის ჩემპიონები და თასის მფლობელები. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. ახლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ვერთვებით და მის მოგებასაც შევეცდებით,” – უთხრა “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა goal.com-ს.