ჭიდაობა

12:49 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს გუნდი გლდანში დაკომპლექტდება

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შიდა კონკურენციის შედეგად დაკომპლექტდება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, 7-10 ივნისს საქართველოს ჩემპიონთა თასი გაიმართება, რომლის ჩემპიონებიც ავტომატურად მოიპოვებენ სეზონის უმთავრესი შეჯიბრების საგზურებს.

ჩემპიონთა თასს გლდანის ხელბურთის სკოლა უმასპინძლებს. ოთხდღიანი ტურნირის პირველ-მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ. ბოლო ორი დღე კი ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. ფედერაციის მოთხოვნით, შიდა კონკურენციაში ნაკრების ყველა გამოცდილი წევრი ჩაერთვება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი 8-14 სექტემბერს, ტაშკენტში გაიმართება.

 

0.11717