ფეხბურთი

15:03 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი შოტლანდიით იწყებს

 

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტარტს აიღებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. საქართველოსა და ირლანდიის მატჩზე, ჩვენ ვრცლად ცალკე ვისაუბრეთ, რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებს, გიბრალტარი პოლონეთს შეხვდება, ხოლო გერმანია შოტლანდიას უმასპინძლებს.

ჩვენი ჯგუფის მატჩების გარდა, გამოსარჩევი კრიშტიანო რონალდუს გარეშე მყოფი პორტუგალიის შეხვედრაა, რომელიც ალბანეთს უმასპინძლებს.

D ჯგუფი

გიბრალტარი – პოლონეთი


დასაწყისი: 7 სექტემბერი, 22:45 წთ
ადგილი: ფარუ (პორტგალია), “ესტადიო ალგერვე”

გიბრალტარი უეფას ყველაზე ახალგაზრდა, 54-ე წევრია. დღეს ის თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. მეტოქე პოლონეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, რომლის წამყვანი ფეხბურთელები გერმანული გრანდების ღირსებას იცავენ.

გიბრალტარის ნაკრები, უმეტესად, ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. სულ 5 ლეგიონერია, საიდანაც, 3 ინგლისის ქვედა ლიგებში თამაშობს, ხოლო თითო მოთამაშე ისრაელისა და უელსის ჩემპიონატებში ასპარეზებს.

ამას ისიც ემატება, რომ უეფას ახალი წევრი თამაშებს შინ ვერ ჩაატარებს, რადგან ქვეყანაში არაა ისეთი სტადიონი, რომელიც უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს. გიბრალტარი პოლონეთის ნაკრებს პორტუგალიაში, ქალაქ ფარუში, “ესტადიო ალგერვეზე” მიიღებს, რომელიც 30 000 მაყურებელს მიიღებს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალენ ბულა აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.

რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, ყველამ კარგად ვიცით ამ გუნდის შესახებ და კარგად ვიცნობთ მათ ლიდერებს, რომლებიც “არსენალში”, “ბაიერნსა” და “დორტმუნდში” ირიცხებიან. თუმცა, დღეს “დორტმუნდელების” იმედი პოლონელებს არ უნდა ჰქონდეთ. იაკუბ ბლაშიკოვსკი გამოძახებულთა შორისაც არ იყო, ხოლო ლუკას პიშჩეკი შეკრების დროს დაშავდა.

რასაკვირველია, ყველაფრიდან გამომდინარე, პოლონეთი უპირობო ფავორიტია, მაგრამ სხვა აზრზე არიან ”გოალ.ქომ”-ის მომხმარებლები, რომელთა 50% მიიჩნევს, რომ გიბრალტარი გაიმარჯვებს, 33.3% პოლონეთის მოგებას ემხრობა, ხოლო 16.7% ფრეს.

  
სავარაუდო შემადგენლობები

გიბრალტარი: პერესი, რ.ჩიპოლინა, რ.კასციარო, სერჯენტი, არტელი, ჯ.ჩიპოლინა, უოლკერი, ლოპესი, გოსლინგი, კ.კასციარო, პრიესტლი.
მწვრთნელი: ალენ ბულა

პოლონეთი: შჩესნი, ვარზინიაკი, გლიკი, შედლოკი, იედრზეჩუკი, იოდოვიეცი, მილა, რიბუსი, კრიჩოვიაკი, გროსიცკი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა

  
გერმანია – შოტლანდია

დასაწყისი: 7 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მსოფლიოს ჩემპიონის რანგში, გერმანია თავის პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს “სიგნალ იდუნა პარკზე”. ბუნდესგუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევას შოტლანდიის ნაკრები შეეცდება.

რამდენიმე დღის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში, გერმანელები არგენტინასთან უშანსოდ დამარცხდნენ (2:4). ამით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ გერმანიის გულშემატკივრები და ფეხბურთელებს უსტვინეს. ყველაზე მეტი საყვედური მარიო გომესმა მიიღო, რაც “ფიორენტინას” ფორვარდმა იწყინა და განაცხადა, რომ ჯოხი ყოველთვის მასზე ტყდებოდა და ახლაც ასე გამოვიდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ სტვენა ლოგიკური იყო და თამაშის გამოსწორება მართებთ.  

გერმანელებს ტრავმების გამო იოზილი, შვაინშტაიგერი, ჰუმელსი, დრაქსლერი და ხედირა არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრები სკოტ ბრაუნსა და რობერტ სნოდგრასს მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია: ნოიერი, რუდიგერი, ჰიოვედესი, გინტერი, დურმი, კროოსი, კრამერი, შურლე, გიოტცე, როისი, მიულერი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

შოტლანდია: მაკგრეგორი, ჰატონი, გრირი, ჰანლი, ფორსაიტი, ენია, დ.ფლეტჩერი, მორისონი, მულგრეი, ნეისმიტი, ს.ტფლეტჩერი.
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

I ჯგუფი

პორტუგალია – ალბანეთი

დასაწყისი: 7 სექტემბერი, 22:45 წთ
ადგილი: ავეირო, “ესტადიო მუნიციპალ დე ავეირო”

ერთადერთი 5 გუნდა, სწორედ I ჯგუფია, რომლის მთავარი ფავორიტი პორტუგალია, ავეიროში ალბანეთის ნაკრებს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს რონალდუ არ ეყოლებათ, ალბანელთა დამარცხება მაინც არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან ბენტუს განკარგულებაში საკმაოდ ბევრი კარგი მოთაშეა. ნაკრებში ბევრი ახალწვეულია: რუბენ ვეზო, ანდრე გომეში, ივან კავალიერო, ტიბა და რიკარდო ჰორტა.

რონალდუს გარდა, პორტუგალიელებს ბეტო ვერ დაეხმარებათ, ხოლო საეჭვოა ფაბიო კოენტრაოს თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია: პატრისიო, პერეირა, კოშტა, პეპე, კოენტრაო/არტუნეში, მოუტინიო, კარვალიო, მეირელეში, ვეირინია, ნანი, ედერი.
მწვრთნელი: პაულო ბენტუ

ალბანეთი: ბერიშა, მავრეი, აგოლი, კანა, ლილა, ხაკა, ბულკუ, აბრაში, გაში, ვაჯუში, სალიში.
მწვრთნელი: ჯანი დე ბიასი

დანია – სომხეთი

დასაწყისი: 7 სექტემბერი, 20:00 სთ
ადგილი: კოპენჰაგენი, “პარკენი”

სავარაუდო შემადგენლობები

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, აგერი, კიაერი, ბოილესენი, კვისტი, ჰიობერგი, კრონ-დელი, ერიკსენი, შონე, კორნელიუსი.
მწვრთნელი: მორტენ ოლსენი

სომხეთი: ბეგლარიანი, ოვანისიანი, არზუმანიანი, მკონიანი, აირაპეტიანი, ედგარიანი, მკრტიჩიანი, ოვსეპიანი, ღაზარიანი, მხითარიანი, სარქისოვი.
მწვრთნელი: ბერნარდ შალანდესი

F ჯგუფი

საბერძნეთი - რუმინეთი

დასაწყისი: 7 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: პირეოსი, “გეორგიოს კარაკასი”

საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ჰოლებასი, მანიატისი, ტაჩიტიდისი, სამარისი, სალპინგიდისი, სამარასი, ხრისტოდოპულოსი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

რუმინეთი: ტატანუშანუ, გრიგორი, რაცი, ტამაში, კირიკეში, პინტილი, ჰობანი, ჩიპჩუ, სტანკუ, მაქსიმი, მარიკა.
მწვრთნელი: ვიქტორ პიცურკა

უნგრეთი – ჩრდ.ირლანდია

დასაწყისი: 7 სექტემბერი, 20:00 სთ.
ადგილი: ბუდაპეშტი, “გროუპამა არენა”

ფარერები – ფინეთი

დასაწყისი: 7 სექტემბერი, 22:45 წთ.
ადგილი: ტორსჰავნი, “ტორსჰავლური”


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.114637