სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

21:45 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი ერთპიროვნული ლიდერია

 

ლოპოტაზე მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა გრან პრის მე-5 ეტაპზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ბელა ხოტენაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰო იფანს ხვდებოდა, ხოლო ნანა ძაგნიძის მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი ელინა დანიელიანი იყო. პირველი ტურის მსგავსად, ქართველებმა გამარჯვებას ვერც ამჯერად მიაღწიეს. ხოტენაშვილი დამარცხდა, ხოლო ძაგნიძე ყაიმს დასჯერდა.

ორი ტურის შემდეგ ასპარეზობას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ჰო იფანის სახით, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ ჰამპი კონერუ და ჰარიკა დრონოვალი (ორივე ინდოეთი), ასევე ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი). მესამე ტურში ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ჰო იფანი გრან პრის გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ჰამპი კონერუს ეთამაშება.

აღნიშნულ ტურზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს შეხვედრა შეიძლება ეტაპის ცენტრალურ მატჩად ჩაითვალოს.

რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეებს, შავებით მოთამაშე ხოტენაშვილის მეტოქე ვენჟუნი იქნება, ხოლო ძაგნიძე თეთრებით მე-5 ეტაპის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნამფისა მუნინოვას ეთამაშება.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0.5:0.5

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი) – 0:1

ელინა დანიელიანი (სომხეთი) – ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 0.5:0.5

ნამფისა მუნინოვა (უზბეკეთი) – ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) – 0.5:0.5

ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – ჰო იფანი (ჩინეთი) – 0:1

ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – ჟაო ქსიუ (ჩინეთი) – 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

I - იფანი (2 ქულა)

II-IV – კონერუ, დრონოვალი, ვენჟუნი (1.5-1.5)

V-VII - ქსიუ, ძაგნიძე, მუზიჩუკი (1-1)

VIII-XII - სტეფანოვა, ხოტენაშვილი, მუნინოვა, დანიელიანი, კოსტენიუკი (0.5-0.5)

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ქსიუ – სტეფანოვა

იფანი – კონერუ

ვენჟუნი – ხოტენაშვილი

ძაგნიძე – მუნინოვა

დრონოვალი – დანიელიანი

მუზიჩუკი – კოსტენიუკი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.126982