ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული სეზონის უძვირფასესმა მოთამაშე (MVP) კევინ დიურანტმა ითხოვა არ ჩართონ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.
ESPN.com-ის ცნობით, ხუთშაბათს დიურანტი აშშ-ს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჯერი კოლანჯელოს და ნაკრების მთავარ მწვრთნელ მაიკ კჟიჟევსკის შეხვდა და საკლუბო სეზონის შემდეგ, საკუთარი “ფიზიკური და მენტალური გადაღლილობის” შესახებ ესაუბრა.
არადა, გასულ კვირას კევინმა ლას-ვეგასში გამართულ სანაკრებო შეკრებაში მონაწილეობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დიურანტი ამერიკელთა უდავო ლიდერი გახლდათ, მისი უარის კვალად კი, აშშ-ს ნაკრების შემადგენლობა 15 კალათბურთელამდე დავიდა.