მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი რაპიდსა (სწრაფი ჭადრაკი) და ბლიცში (ელვისებური ჭადრაკი) საქართველოში გაიმართება!
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის გამგეობას და დაადასტურა მაისის ბოლოს საქართველოში სწრაფ ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის სურვილი.
ჩემპიონატის გამართვის ადგილი და დებულება მოგვიანებით დამტკიცდება. ასევე, მოგვიანებით გადაწყდება ქართველი მოჭადრაკეების რაოდენობა და შერჩევის პრინციპი.
მსოფლიო პირველობის საპრიზო ფონდი 100 000$ შეადგენს.