ფიფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მონაწილე 32 ქვეყნის სლოგანი წარმოადგინა, რომელიც ეროვნული ნაკრებების სატრანსპორტო საშუალებაზე ეწერება.
ალჟირი: უდაბნოს მეომრები ბრაზილიაში
არგენტინა: არა მხოლოდ გუნდი, ჩვენ ვართ ქვეყანა
ავსტრალია: ფეხბურთელები: "დავტოვოთ კვალი ისტორიაში"!
ბელგია: წარმატების მოლოდინში!
ბოსნია: გულით დრაკონები, დრაკონები მოედანზე!
ბრაზილია: მოიპოვე შენთვითონვე! მეექვსე ახლოვდება!
კამერუნი: ლომი რჩება ლომად!
ჩილე: ჩი ჩი ჩი! ლე ლე ლე! წინ ჩილე!
კოლუმბია: აქ მოგზაურობს ქვეყანა, არა მხოლოდ გუნდი!
კოსტა რიკა: ჩემი ვნება ფეხბურთია, ჩემი სიძლიერე - ხალხი, ჩემი სიამაყე – კოსტა რიკა.
კოტ დივუარი: სპილოების დავალება ბრაზილიაში!
ხორვატია: ცეცხლი ჩვენ გულებში, ხორვატიისთვის როგორც ერთი!
ეკვადორი: ერთი ვალდებულება, ერთი ვნება, მხოლოდ ერთი გული, ეს არის შენთვის ეკვადორო!
ინგლისი: ერთი გუნდის ოცნება, მილიონების გულისცემა!!
საფრანგეთი: შეუძლებელი ფრანგული სიტყვა არაა.
გერმანია: ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, ერთი ოცნება!
განა: ფერადკანიანი ვარსკვლავები ვანათებთ ბრაზილიას!
საბერძნეთი: გმირები თამაშობენ ბერძნების მსგავსად!
ჰონდურასი: ჩვენ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი ერი, ხუთი ვარსკვლავი გულში!
ირანი: სპარსეთის ღირსება
იტალია: მსოფლიო თასზე ოცნება ლურჯად შევღებოთ
იაპონია: სამურაი, ბრძოლის დროა!
სამხრეთ კორეა: დატკბით, წითლებო!
მექსიკა: ყოველთვის გაერთიანებული, ყოველთვის აცტეკები
ჰოლანდია: ნამდვილი მამაკაცები ნარინჯისფერში
ნიგერია: მხოლოდ ერთად, ჩვენ შეგვიძლია მოგება
პორტუგალია: ისტორია წარსულია, მომავალი გამარჯვება
რუსეთი: ვერავინ დაგვიჭერს
ესპანეთი: ჩვენ გულებში _ ჩემპიონის ვნება
შვეიცარია: საბოლოო გაჩერება: 07. 13. 14 "მარაკანა"
ურუგვაი: სამი მილიონის ოცნება... წინ ურუგვაი!
ამერიკის შეერთებული შტატები: გაერთიანებული გუნდით, ვმოძრაობთ ვნებით
გიორგი ბალახაძე