ულამაზესი ესპანელი მოდელი და მსახიობი, ლეტიცია ზულოეგა, ბოლო დროს მადრიდის ”რეალის” საშინაო მატჩებს ხშირად ესწრება და ამ ფაქტს რა გასაკვირია, რომ უკვე ათასგვარი ჭორი და ამ ჭორის თანმდევი ენის ტარტარი მოჰყვა.
გაჩნდა ეჭვი, რომ ლეტიცია ზულოეგა ერთ-ერთ მადრიდელ ფეხბურთელზეა შეყვარებული, თუმცა ჭორებსა და კულუარულ ამბებზე გადარეულმა ესპანური “ყვითელი” მედიის ჟურნალისტებმა ჯერ ვერ დაადგინეს ლეტიციას სავარაუდო გულისსწორის ვინაობა.
ჭორებსა და მითქმა-მოთქმას ისიც ამძაფრებს, რომ აქამდე ლეტიცია ზულოეგა ფეხბურთის სანახავად არასოდეს დადიოდა და ზოგადად სპორტულ სამყაროსთან მისი სახელი არასოდეს ასოცირდებოდა. მოკლედ, ისეთი დრო დადგა, რომ ცნობილ ადამიანს “სანტიაგო ბერნაბეუზე” კარგი თამაში ვეღარ უნახავს...