კოლუმბიელი მოდელი, ანხელა სერენა, სხვა მრავალი ლამაზმანის მსგავსად, ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება და თავისი მშობლიური ქვეყნის, კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებს ისეთი გულმხურვალებით ქომაგობს, მის ცქერას მართლაც რომ არაფერი სჯობს.
როგორც თავად ეს კისკისა ასული ამბობს, კოლუმბიის ნაკრების მეოთხედფინალში გასვლა, მის სამშობლოში ბევრისათვის წარმოუდგენელი წარმატება იყო, თუმცა იგი მიღწეულით არ კმაყოფილდება და იმედი აქვს, რომ კოლუმბიელი ბიჭები მასპინძელ ბრაზილიასაც გამოუყვანენ წირვას.
ანხელა სერენას უკან გამუდმებით დასდევენ თანამემამულე ჟურნალისტები და მისი ყოველი ნაბიჯი კოლუმბიაში ნამეტანავად აინტერესებთ. ნუ ახლა “ნაბიჯი” ფიგურალურად ვთქვით, თორემ შეხედეთ ამ ქალს და რაც აინტერესებთ ეს ისედაც ცხადია...