იტალიური და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც ამჟამად ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ირჯება, ცოტა ხნის წინ, მსახიობობასაც გაუგო გემო და ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ეს საქმე ძალიან არ მოეწონა.
”დელპო” ერთ-ერთმა ავსტრალიურმა კონოსტუდიამ ფილმში ეპიზოდური როლის შესასრულებლად მიიწვია, სადაც ”სკუადრა აძურას” ყოფილმა ვარსკვლავმა მაშველის როლი შეასრულა. ფილმის რეჟისორი ირწმუნება, ნამდვილად არ მეგონა, ფეხბურთელი ჩემს მიერ დაყენებულ ამოცანებს ასე კარგად თუ გაიგებდაო.
ნიჭიერი კაცი რომ ყველაფერში ნიჭიერი იქნება – ეს ცნობილი და ყველასათვის ცხადი ამბავია, მაგრამ დელ პიეროს გამსახიობება ბევრს მაინც უცნაურად მოეჩვენა, რადგან ჩია აპენინელი ზოგადად კინოს მოყვარული კაცი სულაც არ ყოფილა და კინოში სიარულს, სხვაგვარი სახით გართობას ამჯობინებს.