“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს აზრით, კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში “მანჩესტერ სიტი” სტუმრად სამართლიანად დაამარცხა. მარტინოს გუნდმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, თუმცა მანჩესტერელთა მტკიცებით, მსაჯმა პენალტი არასწორად დანიშნა. ამ უკანასკნელთან პრეტენზია “ბარსელონას” თავკაცსაც აქვს.
“მითხრეს, რომ პენალტი, რომლითაც მესიმ ანგარიში გახსნა, არ უნდა დანიშნულიყო, რადგან წესები საჯარიმოს ხაზს გარეთ დაირღვა. ასევე შეცდომა იყო ჩვენს მიერ გატანილი გოლის გაუქმება, როდესაც ფაბრეგასზე აბსოლუტურად გაუმართლებელი თამაშგარე დააფიქსირეს. არბიტრებზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ჩვენ მანჩესტერში მოსაგებად ჩამოვედით და საწადელს სამართლიანად მივაღწიეთ – ციტირებს ხერარდო მარტინოს სიტყვებს A Bola.