ფეხბურთი

15:56 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯებს ყველა ემტერება

 

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ზედა ექვსეულში თითქმის ყველაფერი გაირკვა. აი, ქვედაში კი, მიუხედავად იმისა, რომ “კოლხეთი” უკვე გავარდა, ჯერ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული. ერთი “მეტალურგია” რომელსაც თავი ქუდში აქვს. დანარჩენ ოთხ გუნდს კი მეტ-ნაკლები შანსი გააჩნია უმაღლესში დასარჩენად. უცნაურია, მაგრამ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გასავარდნი ჯგუფი უფრო საინტერესო გამოდგა, ვიდრე საჩემპიონო.

“დინამომ” “დილა” უმნიშვნელოვანეს მატჩში, მეკარე ლორიას ჩინებული თამაშისა და 87-ე წუთზე ესპანელი ალვაროს ეფექტური გოლის წყალობით დაამარცხა (დარჩენილ სამ მატჩში თბილისელებს მხოლოდ 2 ქულა სჭირდებათ პირველობის ოფიციალურად გასაფორმებლად). თუმცა ამას გორელთა ლიტველი დამრიგებლის ვალდას ივანაუსკასის სკანდალური კომენტარი მოჰყვა, რომელიც “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტმა ილია ნანობაშვილმა მოგვაწოდა: “დღეს ერთი გუნდი თამაშობდა და ეს გორის “დილა” იყო. “დინამო” მხოლოდ ფრის მისაღწევად ჩამოვიდა, მაგრამ ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით და გოლი გაიტანა. ვულოცავ მათ, რომლებსაც ასე ძალიან უნდოდათ “დინამოს” ჩემპიონობა. ეს ყვითელმაისურიანები (მსაჯები) ნამდვილი “გმირები” არიან. შესაძლოა, ისინი დაკვეთით მოქმედებენ და ამ დამკვეთებსაც “გმირებს” ვუწოდებ. ვამაყობ ჩემი გუნდით და ფეხბურთელების ცრემლების შემხედვარე, მოთმინება აღარ მყოფნის. ჯარიმა, რომელსაც გოლი მოჰყვა და მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა, აბსურდული გახლდათ. და კიდევ, ბევრი წვრილმანი ეპიზოდი იყო. ასეთი მსაჯობა სპობს ფეხბურთს. “დილა” საქართველოში ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს და დამსახურებულადაა მეორე ადგილზე. უფრო მეტის საშუალება კი არ მოგვეცა,”- განაცხადა ივანაუსკასმა.

ამ მატჩს მცირე ექსცესიც ახლდა თან. შესვენებისას მეტოქე გუნდების ქომაგებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს და საქმეში პოლიციაც ჩაერია, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი მომხდარა.

მსაჯს დაემდურნენ რუსთაველებიც, რომლებმაც მარტვილში “მერანთან” წააგეს. “მსოფლიო სპორტის” მიმომხილველის ვახტანგ დათიაშვილის გადმოცემით, მოედანზე სიტუაცია 87-ე წუთზე დაიძაბა. მარტვილელთა ერთ-ერთი შეტევისას, შეცვლაზე შესული ტორონჯაძის წინააღმდეგ რაზმაძემ სახიფათოდ ითამაშა და ბურთზე ბრძოლისას მეტოქეს ფეხი სახეში მოარტყა. არბიტრმა თამაში გააჩერა, რუსთაველები დააჯარიმა და რაზმაძისთვის ყვითელი ბარათის მიცემა დააპირა. როგორც ჩანს, ამ დროს გაახსენდა, რომ ეს რუსთაველი ფეხბურთელისთვის მეორე გაფრთხილება და შესაბამისად, გაძევება იქნებოდა, ამიტომ ჯიბისკენ წაღებული ხელი უკან დააბრუნა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, რასაც მარტვილელი ფეხბურთელების და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრების სამართლიანი გულისწყრომა მოჰყვა.

ამის შემდეგ, რუსთაველები უკანასკნელ შტურმზე გადავიდნენ და მატჩის მიწურულს ფიფიას და შეცვლაზე შესულ გეწაძეს თანაფარდობის აღდგენაც მართებდათ, თუმცა რუსთაველი ფეხბურთელების მცდელობა ორჯერვე უშედეგო გამოდგა.

მატჩის ბოლოს, მოვლენების ეპიცენტრში ისევ ხუჭუა აღმოჩნდა. არბიტრმა შეხვედრას სამი წუთი დაამატა, რაც სათადარიგო მსაჯმა გამოტანილი ტაბლოთი გვამცნო. დამატებული პირველი წუთი მიმდინარეობდა, როცა შეტევაში ჩართული გავაშელიშვილი საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქე მცველებთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. რუსთაველები ჯარიმას ითხოვდნენ, არბიტრმა კი თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც სტუმართა გუნდის ფეხბურთელები განარისხა.

ამ მომენტიდან ცოტა ხანში, ხუჭუამ საფინალო სასტვენი მისცა, რამაც რუსთაველთა გუნდის ხელმძღვანელობა წყობიდან საბოლოოდ გამოიყვანა, რამეთუ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ არბიტრმა თამაშს, ნაჩვენები სამი წუთის ნაცვლად მხოლოდ ორი დაამატა და შეხვედრა ერთი წუთით ადრე დაამთავრა. საბოლოოდ, ადგილობრივი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

“მარტვილელთა გუნდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მითუმეტეს, ამ გუნდში ბევრი მეგობარიც მყავს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას – ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება. ეს ყველაფერი ფედერაციამ უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, სანამ ფეხბურთში ხუჭუასნაირი არბიტრები იქნებიან, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება”, - ეს მეტალურგთა მთავარი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის სიტყვებია.

არბიტრის უკმაყოფილო დარჩნენ ვეტერინარებიც. აი, რას წერს “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი: “26-ე წუთზე, თბილისელთა კონტრშეტევისას მაჩიტიძემ თამაშგარე დააფიქსირა და რუხაძე ძალიან აღაშფოთა. “ვიტ ჯორჯიას” პრეზიდენტმა ჯერ მსაჯთა დამკვირვებელს მერაბ მალაღურაძეს შესძახა: მერაბ ვერ ხედავ რა ხდებაო. შემდეგ, ე. წ. ვიპ-ლოჟიდან ტრიბუნაზე ჩავიდა, რომელიც მაჩიტიძესთან ახლოს იყო და გვერდით მსაჯს რამდენიმეჯერ დაუყვირა: მაჩიტიძე, შე ნაგავო, დედას გიტირებ, მსაჯობას დაგამთავრებინებო. სხვათა შორის, რუხაძე დისლოკაციის ადგილზე ტაიმის ბოლომდე დარჩა და მაჩიტიძეს თავს დრო და დრო ახსენებდა. მაჩიტიძემ ეს ამბავი ოქმში რამდენად ასახა რთული სათქმელია, რადგან საქართველოში მსაჯები ხშირად მსგავს ფაქტებს წაუყრუებენ ხოლმე. თუმცა, წესით კარგად უნდა გაეგო რუხაძე რას ეუბნებოდა, რადგან “ხელის გაწვდენაზე” იდგა და ტრიბუნაზე მსხდომთაც ესმოდათ თუ როგორ შეურაცხყოფდნენ.”

მოკლედ, მსაჯების მიმართ ბევრი პრეტენზიებია, თუმცა ასეთი რამ მარტო საქართველოში არ ხდება.

 

29-ე ტური. 27 აპრილი.

 

I-VI ადგილებისთვის

დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: მიკელ ალვარო (87)

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 რევაზ გოცირიძე (7), 2:0 დავით კირკიტაძე (12), 2:1 გიორგი გაბედავა (69)

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზესტსაფონი 1:0 (0:0)

გოლი: გიორგი კუხიანიძე (პენ, 58)


1. დინამო (თბილისი) 29 21 6 2 74:20 69
2 დილა (გორი) 
29 20 2 7 50:20 62
3 ტორპედო (ქუთაისი)
29 17 7 5 48:21 58
4. ჩიხურა (საჩხერე)
29 16 6 7 43:29 54
5. ზესტაფონი
29 11 6 12 31:28 39
6. ზუგდიდი
29 10 6 13 29:44 36

    30-ე ტური. 4 მაისი: ზუგდიდი – დილა, დინამო (თბ) – ტორპედო, ზესტაფონი - ჩიხურა

     

    VII-XII ადგილებისთვის

    სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 6:2 (1:1)

    გოლები: 0:1 როსინი (6), 1:1 ირაკლი კლიმიაშვილი (22), 2:1 ირაკლი ლექვთაძე (50), 3:1 ლადო ახალაია (55), 4:1 დავით სვანიძე (60), 5:1 ვლადიმერ უგრეხელიძე (67), 5:2 გიორგი ბუხაიძე (პენ, 70), 6:2 ვლადიმერ უგრეხელიძე (77)

     

    ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი) 3:2 (2:1)

    გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (2), 2:0 გიორგი ჯანელიძე (12), 2:1 სანდრო გურული (22), 2:2 გიგა ჟვანია (67), 3:2 ელგუჯა ლობჟანიძე (85)

     

    მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (1:0)

    გოლი: 1:0 ვალერი იობაშვილი (35)

     


    1. მეტალურგი (რუსთავი) 29 12 7 10 27:30 43
    2. მერანი (მარტვილი)  
    29 9 3 17 28:48 30
    3.
    ვიტ ჯორჯია (თბილისი)
    29 7 8 14 23:40 29
    4. სიონი (ბოლნისი) 
    29 7 7 15 26:47 28
    5. დინამო (ბათუმი)
    29 7 5 17 35:52 26
    6. კოლხეთი (ფოთი)
    29 2 7 20 17:52 13

     

    30-ე ტური. 4 მაისი: კოლხეთი – მერანი, მეტალურგი – ვიტ ჯორჯია, დინამო (ბთ) - სიონი

     

     მეგოლეები:

     21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

     17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

     16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

     13 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

     10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)   

     9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

     8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”),

     7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”)

     6 – გიორგი კუხიანიძე (3), ელგუჯა გრიგალაშვილი (ორივე - “ტორპედო”),  მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

     5 - თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი (“დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი)    

     4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)    

     3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი (ორივე - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი, რევაზ გოცირიძე (ორივე - “ჩიხურა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”)

     2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე, ვალერი იობაშვილი (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1) (ორივე - “კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), დავით სვანიძე, ვლადიმერ უგრეხელიძე (ორივე - “სიონი”),  მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

     1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი, გიგა ჟვანია (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, ლადო ახალაია, (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, ოთარ ჯავაშვილი, ლევან კუხალეიშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

     ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

     

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

     ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

     -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

     -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

     -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

     -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

     -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

     

    0.11982