თამაშგარე

10:57 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მრავალპროფილიანი ირინა შეიკი

ერთი მეშახტედ არ უმუშავია მრავლისმნახველ ირინა შეიკს, თორემ თუკი რამ პროფესია და პროფესიას მიმსგავსებული საქმიანობაა, ყველაფერი შესწავლილი და გამოცდილი აქვს. ცნობილ მოდელს ბოლო პერიოდში არაერთ ფოტოსტუდიაში იწვევენ და რაგინდარა სტილის ფოტოებზე ”აკარტოჩკებენ”.

მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს სატრფო ახალი კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულია, თვეში ერთხელ სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ტანსაცმლით გადაიღოს ფოტოები. ამგვარი ტიპის ფოტოსესიები ერთ-ერთ ბელგიურ ჟურნალში პერიოდულად დაიბეჭდება.

მსგავსი ტიპის პირველი ფოტოგადაღება ირინა შეიკს ქალაქ ანტვერპენის ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში ჰქონდა, სადაც ცნობილმა მოდელმა ქარხნის მუშებთან ერთად იპოზიორა და ნაწარმსაც გვარიანი რეკლამა გაუკეთა. ირინას აგენტის განცხადებით, ეს ფოტოები დაახლოებით თვეში გახდება საჯარო განხილვის საგანი. 

 

0.137806