ნიგერიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ვიქტორ მოზესი, ერთწლიანი გასხვისების წესით, მომდევნო სეზონს "სტოკ სიტიში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია, ორივე ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
მოგეხსენებათ, 23 წლის ნიგერიელი გასულ სეზონში "ლივერპულში" იჯარის წესით ასპარეზობდა და ამჯერადაც "არისტოკრატებმა" მოზესს "სტოკში" თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელებმა თავდამსხმელი 2012 წელს "უიგანიდან" დაიმატეს. "ჩელსის" მაისურით მოზესმა 43 შეხვედრა ჩაატარა და 10 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. გასულ სეზონში "მერსესაიდელების" რიგებში ნიგერიელმა 22 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.
გიორგი ბალახაძე