ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა თანაქალაქელი “არსენალის” მთავარი მწვრთნელის – არსენ ვენგერის მისამართით მორიგი უსიამოვნო კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი “მეთოფეთა” თამაშს მოსაწყენს უწოდებს.
“როდესაც მასპინძელი ხარ, მოსაწყენი ფეხბურთი არ უნდა ითამაშო. ეს ძალზე არასასიმოვნოა. გულშემატკივრები ასეთ ამინდშიც კი სტადიონს ავსებენ, რადგან თავიანთი საყვარელი გუნდის გამარჯვება სურთ. ორშაბათს გამართულ მატჩში მოსაწყენი გუნდი ერთი იყო და ეს “არსენალი” გახლდათ. პეტრ ჩეხს ერთი სეივიც კი არ გაუკეთებია”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანელ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ “არსენალისა” და “ჩელსის” დაპირისპირება ორშაბათს ჩატარდა და უგოლოდ – 0:0 დასრულდა.