"ასტონ ვილას" მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა "ჩელსის" პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიუს ხელი არ ჩამოართვა. ეს მოხდა ამ გუნდების დაპირისპირების ბოლო წუთებზე, როცა "არისტოკრატები" 3:0-ს იგებდნენ. "მოუ" ბირმინგემელთა სათადარიგო სკამისკენ გაემართა და ხელი გაუწოდა ჯერ ლამბერტს, მერე კი მის თანაშემწეს, ლეგენდარულ როი კინს. ორივესგან იგნორი მიიღო.
ლამბერტმა საათზე მიუთითა, მატჩი ჯერ არ დამთავრებულაო.
ილია კახელიშვილი