ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “რეალს” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის თაობაზე ოფიციალურად მიმართავს. Sport Mediaset-ის ცნობით, 28 წლის ხორვატი ფეხბურთელით “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუა დაინტერესებული და კონკრეტული სატრანსფერო ვარიანტიც გაუმზადებია – მოდრიჩის სანაცვლად “რეალს” ოსკარს შესთავაზებს, რომლის შეძენაც “სამეფო კლუბს” ისედაც სურს.
სავარაუდოდ, გაცვლის იდეა ორივე მხარისთვის მისაღებია და საკითხს წერტილი ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე დაესმება.
მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.