ფეხბურთი

11:17 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ კმაყოფილია

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში “გალათასარაის” ძლევისა და მეოთხედფინალის საგზურის განაღდების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლონდონური კლუბი მსოფლიოს რვა უძლიერეს გუნდს შორის სამართლიანად მოხვდა.

“მეოთხედფინალში ვართ და ეს კლუბის თითოეული წევრისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. “ჩელსის” ფეხბურთელებმა მსოფლიოს რვა საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა ალალად დაიმსახურეს. ამ შემართებით გავაგრძელებთ. დანარჩენი კი მინდორზე გამოჩნდება” – განაცხადა ჟოზე მოურინიუმ.

 

0.122413