“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ “არსენალის” წინააღმდეგ ორშაბათს გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს სთხოვა, შეხვედრას მოურინიუსა და ვენგერის დაპირისპირება არ დაარქვან. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით “ჩელსი” “არსენალთან” კარგად თამაშობს.
“ეს თამაში ორი სპეციალისტის კი არა, ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირებაა. წინ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გველოდება. სტატისტიკაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც მახსოვს, “ჩელსი” “არსენალის” წინააღმდეგ ყოველთვის კარგად თამაშობს” – ციტირებს მოურინიუს სიტყვებს Sky Sports.