ფეხბურთი

9:23 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ოპერაცია ჩაუტარდა

 

ლონდონის “ჩელსის” თავკაცის – ჟოზე მოურინიოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. “არისტოკრატთა” “ტვიტერის” ოფიციალური საინფორმაციო გვერდი იუწყება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი თავს კარგად გრძნობს და გუნდს უახლოეს ვარჯიშზევე დაუბრუნდება.

“მოურინიოს იდაყვი დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. დღეს, ჟოზეს მარტივი ოპერაცია ჩაუტარდა. მოურინიო გუნდის წვრთნას სამშაბათიდან განაახლებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, 50 წლის მოურინიომ იდაყვი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიზიანა და მას შემდეგ ეს პრობლემა პერიოდულად აწუხებდა.

0.120667