ფეხბურთი

12:43 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს მატა არ ეთმობა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ გული წყდება როდესაც მატა სათადარიგოთა სკამზე რჩება. თუმცა, ამავდროულად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ცივი გონებით უნდა მოხდეს.

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა მატა ჩვენთან დარჩეს. მასთამ დაკავშირებით ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიგვიღია. ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს სიტუაცია, როდესაც ხუანს სათადარიგოთა სკამზე ვტოვებ. ის ძალიან კარგი ბიჭია და ვარჯიშებზე ძალიან ბევრს მუშაობს. მისთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა იოლი არაა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება ყველამ ცივ გონებაზე უნდა მივიღოთ” - განუცხადა მოურინიომ The Guardian-ს.

მატამ “ჩელსის” მაისურით მიმდინარე სეზონში 17 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.140848