ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის მე-6 ტურის მოგებულ მატჩში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ (3:0) "არისტოკრატებს" 250-ჯერ უთავკაცა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჩელსის" 250 შეხვედრიდან 165-ში გაამარჯვებინა, 52 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო "არისტოკრატებმა" მისი თავკაცობით 33 დაპირისპირებაში მარცხი იწვნიეს.
250 მატჩი ჟოზე მოურინიოს გუნდმა 452 გოლი გაიტანა და 171 საკუთარ კარში მიიღო.
გიორგი ბალახაძე