ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს შეტევის ხაზში არსებული პრობლემები დიდად არ ადარდებს. სტამბულის “გალათასარაისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ თურქების 10:0 დამარცხება სურს.
“ჩემი გუნდები ბევრ გოლს არასდროს იტანდნენ. დიახ, შეტევის ხაზში საგოლე მომენტების შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვისურვებდი, სტამბულში 10:0 მოგვეგო”, - განაცხადა მოურინიომ ბრიტანულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” “გალათასარაის” ოთხშაბათს ეწვევა.