“ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი და ნახევარმცველი ხუან მატა ლონდონური კლუბის ახალი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გეგმაში ვერ ჯდებიან. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს ორივე ესპანელის ტრანსფერზე დაყენება სთხოვა.
ჟოზე მოურინიომ ახალი გუნდის დაკომპლექტებაზე ზრუნვა უკვე აქტიურად დაიწყო. ახლახან ევროპულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ჩელსის” დამრიგებელს “ფიორენტინას” ფორვარდ სტევან იოვეტიჩის ლონდონში ჩაყვანა სურს.