ლონდონის “ჩელსის” მესაჭე ჟოზე მოურინიო კატალონიის “ბარსელონადან” სესკ ფაბრეგასის გადმობირებით კმაყოფილია. პორტუგალიელის თქმით, მას ესპანელ შუახაზელთან პირადი პრობლემები აღარ აქვს.
“სესკი დიდი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს თამაშს მრავალფეროვანს გახდის. მატჩის, რამირესისა და ოსკარისგან განსხვავებული სტილის მოთამაშეა. ფაბრეგასთან ერთად, უნივერსალური და მრავალმხრივი ნახევარდაცვა გვეყოლება. ამ სტილის ნახევარმცველი ძალიან მინდოდა. რაც შეეხება ჩვენს ძველ პრობლემებს, სულ 5 წუთი ვისაუბრეთ და ყველაფერი მოვაგვარეთ. მან ბრწყინვალედ იცის, ამ თემაზე რასაც ვფიქრობ”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანულ მედიას.
მოგეხსენებათ, ფაბრეგასსა და მოურინიოს შორის “ელ კლასიკოში” არაერთი შელაპარაკება მომხდარა. ფაბრეგასი კატალონიელთა ღირსებას იცავდა, მოურინიო – მადრიდის “რეალს” ედგა სათავეში.