ფეხბურთი

13:58 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ “ჩელსიში” 12 სეზონი ისურვა

ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს დაკავებულ პოსტზე მუშაობა კიდევ 12 წლის განმავლობაში სურს. ამის შემდეგ, პორტუგალიელი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელიმე ნაკრებთან ერთად გამგზავრებას გეგმავს.

“საქმეს რეალურად რომ შევხედოთ, “ჩელსისთან” 4-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მისი გახანგრძლივების ვარიანტს ეტაპობრივად განვიხილავთ. დრო გვიჩვენებს, “ჩელსიში” მუშაობა უნდა განვაგრძო, თუ სხვა გზით წავიდე. “სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 12 წელიწადის გატარება მინდა. იანვარში, 51 წლის ვხდები. 12 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებდი. უპირატესობას პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნას ვანიჭებ, ინგლისი კი, მეორე ადგილზეა.

“ჩელსიში” ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არ მოვსულვარ. უკანასკნელ 6 წელიწადთან შედარებით, ახლა ყველაზე დაბალი ანაზღაურება მაქვს”, - განუცხადა მოურინიომ თჰე Gუარდიან-ს.

 

0.117038