ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” ნახევარმცველით სამი ხედირათი დაინტერესდა. ბრიტანული გამოცემები მავან ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ “ჩელსი” გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს წლიურ ხელფასს 6 მილიონ ევროს სთავაზობს. სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 27 მილიონს შეადგენს.
მოურინიო ლონდონური კლუბისთვის ნახევარმცველს ეძებს და ხედირას ვარიანტი ყველაზე მეტად მოსწონს. მით უმეტეს, რომ ამ ფეხბურთელთან ერთად პირადადაც უმუშავია.