ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ გამორიცხავს, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად, მან სეზონი უტიტულოდ ჩაამთავროს.
“რეალში” გატარებული გასული სეზონი ჩემს კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო. ჩვენ მხოლოდ ესპანეთის სუპერთასი მოვიგეთ. თუმცა, ესეც რაღაცას ნიშნავს.
შემიძლია თუ არა ჩემი ფილოსოფიისა და ამბიციების პატრონს “ჩელსიში” უტიტულო სეზონს შევეგუო? რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან ძლიერ მეტოქეეებს ვუპირისპირდებით როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე შიდა ასპარეზზე.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.